ჩვენ შესახებ

კომპანია “ბემონი” 2017 წელს შეიქმნა და ის საქართველოში დარგის საუკეთესო სპეციალისტებს აერთიანებს. ჩვენი მიზანია ქვეყანაში ავაშენოთ და დავაპროექტოთ ინდუსტრიული და საინჟინრო ნაგებობები, ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის ელექტროსადგურები, მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები.

გარდა ამისა, უზრუნველვყოფთ  გზებისა და გვირაბების განათებას და სრულ ელექტროფიცირებას.

ჩვენი გამოცდილი გუნდის სამეცნიერო და პრაქტიკულ-ტექნიკური ცოდნა გვეხმარება ეს ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით და პროფესიონალიზმით შევასრულოთ და ქვეყნის სამშენებლო და საინჟინრო დარგში ხარისხის ახალი, უმაღლესი სტანდარტი დავამკვიდროთ.

შემთხვევითი არ არის კომპანიის სახელიც: სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „ბემონი“ საუკეთესოდ შესრულებულს, უმაღლეს ხარისხსს ნიშნავს. ეს კი ზუსტად ისაა, რაზეც ჩვენი კომპანია დგას.

ჩვენი მიზანია ვაშენოთ ხარისხიანად!




ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით