კორპორატიული პასუხისმგებლობა და პოლიტიკა

„ბემონი“ ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე ყოველდღიურ საქმიანობაში.

ჩვენი მიზანია განვავითაროთ უმაღლესი ხარისხის, საიმედო და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. პარალელურად, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს პროექტები არ აზიანებდეს გარემოს და არ არღვევდეს ბალანსს ადამიანსა და ბუნებას შორის; უზრუნველვყოფთ ადგილობრივი თემებისა და ჩვენს პროექტებზე მომუშავე ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ჩვენ უმთავრესი პრინციპებია: სამართლიანობა, საიმედოობა და მდგრადობა.

ჩვენი საქმიანობის წარმატება დამოკიდებულია იმ ნდობაზე, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი თანამშრომლები, პარტნიორები, მომხმარებლები და პროექტებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები. ამ ნდობას კი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შედეგად მოვიპოვებთ.




ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით