ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა

ენერგოუსაფრთხოება დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გლობალური პოლიტიკური კრიზისის ფონზე ის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში ევროკომისიამ რუსულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და ენერგომიმწოდებლების დივერსიფიცირების გეგმა წარმოადგინა, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა, სადაც საქართველოს აქვს შანსი, მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს როგორც განახლებადი ენერგიის ტრანზიტის, ისე წარმოების თვალსაზრისით. მართალია, ქვეყანას ენერგოპოტენციალი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ასათვისებელი აქვს, თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ სწორი სტრატეგიით და თანმიმდევრული დაგეგმვით უახლოეს წლებში სიტუაციის რადიკალურად შეცვლაა შესაძლებელი უკეთესობისკენ.

მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საიმედო ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს და პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობაც უზრუნველყოს. ბემონის მიზანია აქტიურად იყოს ჩართული ენეგეტიკული მიმართულების სამშენებლო სამუშაოებში ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მაღალპროფესიონალი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საინჟინრო და სამშენებლო სექტორში.




ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით