თეიმურაზ ნიკოლაშვილი ტექნიკური დირექტორი ენერგეტიკის მიმართულებით თეიმურაზი ბემონის გუნდს შემოუერთდა ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე ენერგეტიკის მიმართულებით. პროფესიით არის ინჟინერი და აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე. იგი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის 500 კვ შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის, 110 კვ ეგხ "ბათუმი-ხელვაჩაური-1"-ის, 110 კვ ეგხ „ფოთი-2“-სა და "ფოთი-4"-ის, 220 კვ ეგხ „მტკვარიჰესი“-"ახალციხე-500"-ის, ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „გარდაბანი-1“, „გარდაბანი-2“-სა და სხვა ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაზე. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული „ხრამჰესებისა“ და „ლაჯანურჰესის“ სარეაბილიტაციო, „ხრამჰესი-1“-სა და „ხრამჰესი-2“-ის სარემონტო-აღდგენით სამუშაოებში. 2021 წლიდან აქტიურად იყო ჩართული „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის პროექტში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ენგურჰესის ელექტრო და ჰიდრომექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია, ჯვრის თაღოვანი კაშხლისა და სადერივაციო გვირაბის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.