ნიკა სესკურია ფინანსური დირექტორი ფინანსისტი, სფეროში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილებით. მისი სამუშაო პრაქტიკა მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა საბანკო სფეროში, აუდიტორულ კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებში. აქვს სტარტაპების მართვის გამოცდილებაც. 2020-2022 წლებში იყო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური პროცესებისა და რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად მართავდა 3000 მილიონამდე ლარის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამავე პროგრამაში მუშაობდა ციფრული ტრასნფორმაციის მიმართულებითაც. 2018-2020 წლებში ნიკა იყო საქართველოს ბანკის კოორპორატული ბანკირი, ენერგეტიკის, სტუმარ-მასპინძლობის, წარმოებისა და ფინანსური სექტორის მიმართულებით 2017-2018 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Deloitte-ში, ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე. მანამდე კი იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი. ნიკა სესკურიამ დაამთავრა ლონდონის ჰერიოტ-უოტის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, ბიზნესისა და ფინანსების სპეციალობით.