ვახტანგ ცხვარიაშვილი ტექნიკური დირექტორი სამშენებლო მიმართულებით ვახტანგი "ბემონში" იკავებს ტექნიკური დირექტორის პოზიციას სამშენებლო მიმართულებით. პროფესიით არის ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ინჟინერიის დოქტორი მშენებლობაში. აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება. მონაწილეობა აქვს მიღებული სამოქალაქო, ინფრასტრუქტურულ და ჰიდროტექნიკურ პროექტებში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პრაქტიკულთან ერთად აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც და არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. 2018 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური დოქტორი, სადაც კითხულობს ლექციებს თემებზე: მშენებლობის ეკონომიკა და მართვა, ლოგისტიკა მშენებლობაში და მატრეიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა მშენებლობაში. 2020 წლიდან არის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კომპანია Safco-ს ტრენერი თემაზე - IOSH სამშენებლო მენეჯერებისთვის. 2018-2022 წლებში ვახტანგ ცხვარიაშვილი იყო კომპანია „ენერგონის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე, რა დროსაც ჩართული იყო ენგურჰესის რეაბილიტაციაში, მტკვარი ჰესის მშენებლობაში და სხვა პროექტებში, რომელთა ჯამური ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს შეადგენდა. 2014-2018 წლებში მუშაობდა კომპანია BP-ში, სადაც იყო სამშენებლო-სამონტაჟო, სტრუქტურული და არქიტექტორული მიმართულების ინსპექტორი. ამ პერიოდში ჩართული იყო 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტში. 2013-2014 წლებში იყო სამშენებლო კომპანია „SYNERGY CONSTRUCTION“-ის მშენებლობის მენეჯერი. ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოელექტროსადგურის მშენებლობას გარდაბანში, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 220 მილიონ დოლარს შეადგენდა. 2012-2013 წლებში იყო კომპანია „ფერის“ მშენებლობის მენეჯერი, ნავთობის სატუმბ სადგურზე - PSG 2-ზე ხელმძღვანელობდა საცხოვრებელი კომპლექსისა და მისასვლელი გზის მშენებლობას. (დამკვეთი BP)