გიორგი მირცხულავა კომპანიის დამფუძნებელი, მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავას აქვს 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის ნავთობის, გაზისა და სამშენებლო სექტორში. აქედან 14 წელი აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე, საიდანაც 10 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას კორპორატიული განვითარებისა და აქტივების მენეჯმენტის მიმართულებით, საერთაშორისო ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიაში, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცეში და არაბულ ქვეყნებში მოღვაწეობდა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რამდენიმე პროექტზე ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, უკრაინაში, რუსეთში, სირიაში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ამ დროის განმავლობაში, გიორგიმ თავის გუნდთან ერთად მოიზიდა 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო კაპიტალი გლობალური ინვესტორებისგან და იგი აქტიურად მუშაობდა არაერთ მრავალმილიონიან და მილიარდიან პროექტზე. მისი უშუალო ჩართულობით მოხდა კომპანიის გასვლა ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE), ტორონტოს საფონდო ბირჟაზე (TSX) და ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე (KASE). 2017 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და იმავე წელს ჩაერთო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესში, სადაც იყო ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი და ევალებოდა მშენებლობის მენეჯმენტის გუნდის შეკვრა და ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესების წარმართვა. გარდა ამისა კონსორციუმის მმართველ გუნდთან ერთად, აქტიურად წარმოადგენდა კომპანიის პოზიციებსა და ინტერესებს, როგორც სხვადასხვა სამინისტროებთან და სახელმწიფო სააგენტოებთან, ისე საერთაშორისო აქციონერებთან, პარტნიორებთან თუ პოტენციურ კრედიტორებთან. ამ ეტაპზე ფოკუსირებულია კომპანია „ბემონი“-ს განვითარებაზე, რომელსაც აქვს ამბიცია, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში. არის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და აქციონერი. გიორგი მირცხულავა არის შოტლანდიის დანდის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, ნავთობის კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიმართულებით. ბაკალავრის ხარისხი კი მიღებული აქვს საქართველოში, ბიზნეს სკოლა ESM-ში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით.