ნათია მარიამიძე ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი ნათია „ბემონი“-ს გუნდს შემოუერთდა, როგორც ადმინისტრაციის და ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი. მას აქვს 10 წლიანი გამოცდილება ადმინისიტრაციული, კომუნიკაციებისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. კომპანიაში „ბემონი“ საქმიანობის დაწყებამდე, ნათია საინვესტიციო ფონში Gazelle Finance Georgia იკავებდა ადმინისტრაციული და კომუნიკაციების ოფიცრის პოზიციას. 2017-2020 წლებში მუშაობდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, ადმინისტრაციულ განყოფილებაში, რომლის ფარგლებშიც აქტიურად იყო ჩართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის 3 მილიარდიან პროექტში. აღნიშნულ პროექტამდე ნათია რამდენიმე წლის განმავლობაში დასაქმებული იყო საქართველოს უმსხვილეს ბანკში - თიბისი ბანკი, სადაც იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის იყო მენეჯმენტის აპარატის გუნდის წევრი. განათლება მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და GIPA-ში, უცხო ენათა ფილოლოგიისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.