გიორგი თოფურია კორპორაციული უსაფრთხოების და სოციალური პასუხისმგებლობის დირექტორი პროფესიით ეკონომისტი, აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მონიტორინგისა და კორპორაციული უსაფრთხოების მიმართულებით. 2016-2018 წლებში იყო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის რეგიონალური დირექტორი, რომლის ფარგლებშიც მუშაობდა ანაკლიის ღრმაწლყლოვანი პორტის მშენებლობის 3,2 მილიარდიან პროექტზე . 2014-2015 წლებში მუშაობდა გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის სამინისტროში, სადაც იყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. 2013-2014 წლებში გიორგი იყო საწვავის დისტრიბუტორი კომპანია MG LLC Tbilisi-ის დირექტორის მოადგილე. 2012-2013 წლებში კი მუშაობდა კომპანია Galf Georgia-ში დაცვის, კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2010-2012 წლებში გიორგი იკავებდა დირექტორის მოადგილის პოზიციას გადაზიდვების კომპანია Georgian International Spedition-ში, რომელიც არის საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების კომპანია The Internationale Spedition Willi Betz GmbH & Co -ის შვილობილი კომპანია საქართველოში. გიორგი თოფურიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დამთავრებული აქვს ეკონომიკის ფაკულტეტი.