დავით ჯინჭარაძე შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის & გარემოს დაცვის მენეჯერი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სპეციალისტი ამ სფეროში 20-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო მეგაპროექტში. არის საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია NEBOSH-ის დიპლომის მფლობელი და IOSH-ის სერტიფიცირებით, ასევე მძღოლების ინსტრუქტორი საერთაშორისო კვალიფიკაციით. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტატისტიკის გაუმჯობესებაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა წლებში მუშაობდა შრომის უსაფრთხოების მრჩეველად მშენებლობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. 2017-2020 წლებში მუშაობდა ყაზახეთში საერთაშორისო კომპანია ESS Support Services-ში, სადაც იკავებდა ტრანსპორტის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციას. 2006 -2017 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია BP-ში, SCP, BTC და SCPX-ის მრავალმილიონიან პროექტებზე, სადაც იყო ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მრჩეველი. 2003-2006 წლებში კი, ასევე BP-ში იყო სხვადასხვა პროექტებზე მძღოლების ინსტრუქტორ/შემფასებელი და ტრანსპორტის ხელმძღვანელი.