დავით ბოჭორიძე ხარჯთაღრიცხვისა და ფინანსური კონტროლის ხელმძღვანელი სამშენებლო ინჟინერ-ექსპერტი. აქვს 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით. მუშაობდა არაერთ მსხვილბიუჯეტიან, მასშტაბურ პროექტზე. 2019-2022 წლებში იყო კომპანია „ენერგონის“ ხარჯთაღრიცხვისა და ფინანსური კონტროლის ხელმძღვანელი. მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა ენგურს ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მტკვარი ჰესის მშენებლობა, გარდაბანის გადამცემი ხაზის მშენებლობა და სხვ. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ ლარს შეადგენდა. 2014-2019 წლებშ დავითი მუშაობდა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ინჟინერ-ექსპერტის პოზიციაზე, სადაც მისი უშუალო ზედამხედველობით ხდებოდა შესრულებული სამუშაოების შემოწმება საინჟინრო მიმართულებით, სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვების შედგენა, ექსპერტიზა და ფინსნსური კონტროლი. ამ პერიოდის განმავლობაში მიიღო და შეაფასა 500-მდე ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარს აღწევდა. 2011-2014 წლებში მუშაობდა ვისოლ ჯგუფში, სადაც იყო ხარჯთაღღიცხვისა და ფინანსური დაგეგმვის მენეჯერი. დავითი არის საქართგველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მაგისტრი.