თემურ ლომიძე ხარისხის კონტროლის და უზრუნველყოფის მენეჯერი ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი, 16 წლიანი გამოცდილებით. არის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის და პროექტირების მაგისტრი. მუშაობდა არაერთ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტზე, სადაც აქტიურად იყო ჩართული მათი განხორციელების ყველა ფაზაში, როგორიცაა: პროექტირება, მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. 2020-2022 წლებში მუშაობდა ენგურჰესის რეაბილიტაციის 33 მილიონიან პროექტზე ხარისხის კონტროლის მენეჯერად, ასევე ხელმძღავნელობდა ჰესამდე მისასვლელი ახალი 12 კმ-ნი ბეტონის საფარიანი გზის მშენებლობას. 2019-2020 წლებში ჩართული იყო მტკვარი ჰესის მშენებლობის პროექტში, რომლის ბიუჯეტიც 131 მილიონი დოლარი იყო. 2018-2019 წლებში თემურ ლომიძე იკავებდა სახმელეთო სამუშაოების ინჟინრის პოზიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშნებლობის 3 მილიარდი $-ის ღირებულების პროექტში. 2017-2018 წლებში მუშაობდა კომპანია Institut IGH-ში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტების ზედამხედველად, ხარისხის კონტროლის ინჟინრის პოზიციაზე. პროექტები მოიცავდა ხიდების, გვირაბების, გზების, საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაციას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს. 2014-2017 წლებში კი მუშაობდა საერთაშორისო კომპანია BP-ში SCPX პროექტზე სამშენებლო-სამონტაჟო, სტრუქტურული და არქიტექტურული მიმართულებით. აღნიშნულ პროექტებამდე თემურ ლომიძეს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქვე-კონტრაქტორ საერთაშორისო კომპანიებთან, სადაც 2006-2014 წლებში ჩართული იყო თბილი-სენაკი-ლესელიძის E-60 ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტებში, როგორც ხიდების ინჟინრის, ასევე ხარისხის კონტროლის მიმართულებით.