ელეონორა ფუთურიძე იურისტი ელეონორა არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი და ამავე უნივერსიტეტში საგადასახადო სამართლის ასისტენტი. 2021-2022 წლებში დასაქმებული იყო შპს „ბეგიაშვილი და კომპანია“-ში იურისტის პოზიციაზე. შპს „ბეგიაშვილი და კომპანია“-ში საქმიანობის დაწყებამდე კი იგი ა(ა)იპ ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი’’-ს სამართლის კლინიკის სტაჟიორი იურისტი იყო, რის შემდეგაც ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების კონსულტანტის პოზიციას იკავებდა.