ალექსი ხაჩიძე მთავარი ელექტრო-ინჟინერი ელექტრო ინჟინერი, აქვს 12-წლიანი გამოცდილება ენერგეტიკულ პროექტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ენერგეტიკული ქსელის განვითარებისთვის განხორციელებულ არაერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტში. 2019 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა კომპანიში „ ენერგონი“ და იყო ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის მთავარი ელექტრო ინჟინერი. 2015-2019 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურების პროექტირების განყოფილების უფორის ინჟინერი, შემდეგ კი განყოფილების უფროსი. ამ პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული ჰიდროექლეტრო სადგურების - მესტიაჭალა 1-ისა და მესტიაჭალა 2-ის მშენებლობაში, გორის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტში, გარდაბნის თბოსადგური 2-ის მშენებლობასა და სხვა პროექტებში. 2010-2015 წლებში იყო ელექტრული ნაწილების კონსტრუქტორი სააქციო საზოგდაოება „ელმავალმშენებელში“ . არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი ენერგეტიკის და ელეტქროინჟინერიის მიმართულებით.