არჩილ შეყილაძე მშენებლობის მენეჯერი ინჟინერი და მშენებლობის მენეჯერი 14 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ბემონის გუნდში შემოერთებამდე არჩილ შეყილაძე 12 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კომპანიასთან „ენერგონი“, რა დროსაც მისი მონაწილეობით განხორციელდა 30-მდე პროექტი. 2019-2022 წლებში იყო ისეთი მასშტაბური და მაღალბიუჯეტიანი პროექტების მშენებლობის მენეჯერი, როგორებიცაა მტკვარი ჰესის მშენებლობა (33 მილიონი დოლარი) და ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა (35 მილიონი ევრო). პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობდა ენგურჰესის ჰიდრომექანიკური და ელექტრული სამუშაოებს, სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია და ენგურჰესამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას. 2018-2019 წლებში მუშაობდა პროექტებზე: მესტიაჭალა-1 და მესტიაჭალა-2, მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე. 2012-2014 წლებში არჩილ შეყილაძე იყო სენაკი1&2-ის 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობის 30 მილიონ ლარიანი პროექტის სამუშაოთა მწარმოებელი. დამკვეთი- „ენერგი პრო ჯორჯია“. 2012-2013- წლებში მუშაობდა კომპანია „არემჯი გოლდის“ 35კვ-იანი გადამცემი ხაზის და ქვესადგურის მშენებლობის პროექტზე ობიექტის უფროსად. 2010-2012 წლებში კი იყო შავი ზღვის 400 და 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებელი. დამკვეთი- KEC “International limited”. 2015-2017 წლებში არჩილ შეყილაძე მუშაობდა კომპანიაში „ კავკასენერგო“, რა დროსაც იკავებდა მშენებლობის მენეჯერის პოზიციას ბათუმი-ახალციხის 220კვ-იანი გადამცემი ხაზის, წყალტუბოს ხიდის მშენებლობის, ფოთის ქვესადგურების რეკონსტრუქციის და სხვა პროექტებში. არჩილ შეყილაძემ დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი, ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით.