მზია ხუციანიძე მთავარი ბუღალტერი ფინანსისტი და საგადასახადო რისკების სპეციალისტი. აქვს 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრისა და საგადასახადო რისკების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2017 წლიდან 2022 წლამდე მზია ხუციანიძე იყო სმარტ კაპიტალ ჯგუფის მთავარი ბუღალტერი. იქამდე კი, 10 წლის განმავლობაში საქმიანობდა საქართველოს ბანკის ჯგუფის სხვადასხვა კომპანიაში: 2005-2011 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" მთავარი ბუღალტერი, 2011-2014 წლებში კი ამავე კომპანიის საგადასახადო რისკების სამსახურის უფროსი. 2014 წლიდან მის დაქვემდებარებაში შევიდა ასევე სადაზღვევო კომპანია "იმედი ლ“ და კორპორაცია "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი". აღნიშნულ კომპანიებში მზია ხუციანიძეს შეხება ჰქონდა არაერთ მრავალმილიონიან, მასშტაბურ პროექტთან. მისი მთავარი ფუნქცია-მოვალეობები იყო ბუღალტრული გატარებების ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და კომპანიისთვის მორგებული სააღრიცხვო სისტემის შექმნა. მზია ხუციანიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსების სპეციალობით.