ნუცა ცერცვაძე პროექტის ადმინისტრატორი ნუცა კომპანია „ბემონი“-ს გუნდს შემოუერთდა პროექტების ადმინისტრატორის პოზიციაზე. მას სამშენებლო სფეროში ადმინისტრაციული მიმართულებით აქვს 10-წლიანი გამოცდილება. 4 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა კომპანიაში „ენერგონი“, პროექტების ადმინისტრატორის პოზიციაზე და ჩართული იყო ენგურჰესის მე-4 ფაზის რეაბილიტაციის 35 მილიონიან პროექტებში. 2010-2013 და 2017-2018 წლებში კი, თანამშრომლობდა "კომპანია ბლექ სი გრუპთან“, სადაც იყო პროექტების მენეჯერის ასისტენტი. ამ პერიოდში ნუცა მონაწილეობდა ისეთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორებიცაა ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, თბილისის შიდა გზების რეაბილიტაცია და სხვა. ბოლო წლებში მუშაობდა სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) საკომპრესორო სადგურების (AREA81, CSG1, CSG2) ინფრასტრუქტურულ პროექტებში BP-ის დაკვეთით. 2016-2018 წლებში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იყო დარგობრივი საბჭოს წევრი სამშენებლო მიმართულებით. ნუცა ცერცვაძე არის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრი.