სულხან იმნაძე მშენებლობის მენეჯერი სულხან იმნაძე კომპანია „ბემონის“ გუნდს მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა. მას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ბემონის გუნდში შემოერთებამდე სულხანი 19 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კომპანიასთან „ენერგონი“, რა დროსაც მისი მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 2020-2021 წლებში იყო ისეთი მასშტაბური და მაღალბიუჯეტიანი პროექტების მშენებლობის მენეჯერი, როგორიცაა ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა (35 მილიონი ევრო). პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობდა ენგურჰესის ელექტრულ სამუშაოებს და სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციას. სულხანი ასევე ხელმძღვანელობდა ბათუმი-ახალციხის 220კვ-იანი გადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2010-2012 წლებში იყო შავი ზღვის 400 და 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის უბნის უფროსი. დამკვეთი- KEC “International limited”. სულხანს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორებიც არის: 500 კვ ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი; 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი გარდაბანი 1, 2; სენაკი1&2-ის 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობის 30 მილიონ ლარიანი პროექტი; 110 კვ ეგხ ნიგვზიანის რეაბილიტაცია; 220 კვ ეგხ კოლხიდა 1,2 რეაბილიტაცია და სხვა პროექტები. სულხან იმნაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სისტემების და ქსელების სპეციალობით.