პაატა შალიბაშვილი მშენებლობის მენეჯერი პაატა შალიბაშვილი კომპანია „ბემონის“ გუნდს მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა. მას 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს სამშენებლო სფეროში. მრავალი წელი მუშაობდა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობაში სხვადსხვა პოზიციებზე, მათ შორის ელექტრო ლაბორატორიაში. ბემონის გუნდში შემოერთებამდე პაატა 15 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კომპანიასთან „ენერგონი“, რა დროსაც მისი მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 2020-2021 წლებში იყო ისეთი მასშტაბური და მაღალბიუჯეტიანი პროექტების სამუშაოთა მწარმოებელი, როგორიცაა ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა (35 მილიონი ევრო). პროექტის ფარგლებში ზედამხედველობდა ენგურჰესის ბურღვისა და ცემენტაციის სამუშაოებს და სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციას. 2010-2012 წლებში იყო შავი ზღვის 400 და 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ლაბორატორიის ინჟინერი. დამკვეთი- KEC “International limited”. პაატას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორებიც არის: 500 კვ ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი; 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი გარდაბანი 1, 2; სენაკი1&2-ის 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი; 110 კვ ეგხ ნიგვზიანის რეაბილიტაცია; 220 კვ ეგხ კოლხიდა 1,2 რეაბილიტაცია და სხვა პროექტები; 2023-შინდისი სარწყავი არხის რეაბილიტაცია. პაატა შალიბაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკულ-ეკონომიური ფაკულტეტი, ექსპერტიზა, სერტიფიკაცია და ხარისხის მართვის სპეციალობით.