აკაკი ნიქაბაძე ელექტრო ინჟინერი აკაკი ნიქაბაძე კომპანია „ბემონის“ გუნდს ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე შემოუერთდა. მას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. იგი მრავალი წელი მუშაობდა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობაში. აკაკის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორებიც არის: ენგურჰესის ტურბინების სარეაბილიტაციო სამუშაოები; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული „ხრამჰესების“ სარეაბილიტაციო, „ხრამჰესი-1“-სა და „ხრამჰესი-2“-ის სარემონტო-აღდგენით სამუშაოებში; ქ. რუსთავში 110 კვ ქვესადგური ,,ჯეოსტილის’’ სამშენებლო პროექტი; ,,კახრის 110 კვ ქვესადგურის’’ მშენებლობა; ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა (35 მილიონი ევრო); დიდი ზესტაფონის 500კვ ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტი; ასევე მუშაობდა ჯორჯიან მანგანესში, ელექტრო საამქროს უბნის უფროსის პოზიციაზე;