რატი გლურჯიძე ელექტრო ინჟინერი რატი გლურჯიძე კომპანია "ბემონი"-ს გუნდს 2023 წლის მარტიდან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე შემოუერთდა, 2024 წლიდან კი ელექტრო ინჟინრის პოზიციას იკავებს. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში. რატი დღესაც აგრძელებს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და ამჟამად სწავლობს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ენერგეტიკა და ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით, ელექტროენერგეტიკული ქსელების და სისტემების კონცენტრაციით. რატი უმაღლესი სასწავლებლის გარეთაც აქტიურად იღრმავებს პროფესიულ ცოდნას და ჩართულია ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების მიერ დაორგანიზებულ ტრენინგებსა, კონფერენციებსა და კურსებში. გავლილი აქვს სსიპ "სემეკ"-თან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის სრული კურსი - "ელექტროენერგეტიკული სექტორის რეგულირების საფუძვლები" და ასევე დაესწრო 220 კვ ძაბვის კაბელის დამაბოლოებელი ქუროების დაყენების ტრენინგს, კომპანია "დემირერ კაბლო"-ს ქარხანაში, თურქეთში.