მარიამ ტყეშელაშვილი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადმინისტრირების სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი ბემონის გუნდს 2024 წლიდან შემოუერთდა. მას 3 წლიანი გამოცდილება აქვს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. კომპანია „ბემონში“ საქმიანობის დაწყებამდე მარიამი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციას იკავებდა "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში", სადაც აქტიურად იყო ჩართული კლინიკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმატებით მუშაობაში. 2021-2023 წლებში ის მუშაობდა "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტის, მოგვიანებით კი უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც სრულად ჩართული იყო თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, მან ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლინიკის არაერთი რეორგანიზაციის პროცესში. დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.