თინა ალანია ხარჯთაღრიცხვისა და ხარჯების კონტროლის სპეციალისტი თინა ალანია კომპანია „ბემონი“-ს გუნდს ხარჯთაღრიცხვისა და ხარჯების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე შემოუერთდა. მას რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. მუშაობდა „ალიანს ჯგუფში“, „ალიანს ჰაილაინის“ პროექტზე, სადაც ხარჯების კონტროლის ინჟინრის პოზიციას იკავებდა. კომპანიაში მისი უშუალო ზედამხედველობით ხორციელდებოდა შესყიდული მასალების ფასებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების კონტროლი. თინა მონაწილეობას იღებდა სატენდერო დოკუმენტაციის შედგენაში, ტენდერის მონაწილეების მოძიებასა და მიღებული შეთავაზებების ანალიზში. მანამდე კი ის მუშაობდა კომპანია „ინვესტში“ სუსტი დენების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე, სადაც აქტიურად იყო ჩართული სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში, ხარჯთაღრიცხვის შედგენაში, მიწოდებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების აქტების დამკვეთი კომპანიისთვის მიწოდებაში. თინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრის პროგრამის კურსდამთავრებული და ამავე უნივერსიტეტის მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.