თამთა კენჭოშვილი უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი თამთა კენჭოშვილი კომპანია „ბემონის" გუნდს 2025 წელს შემოუერთდა და ამჟამად ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციას იკავებს. თამთამ კარიერა 2024 წელს თეგეტა ჰოლდინგში, ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურში დაიწყო. შემდგომ, 2024-2025 წლებში, თამთა დასაქმებული იყო საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულებაში, თავდაპირველად ლიდერატორის, ხოლო შემდგომ ასოცირებული კორპორაციული ანალიტიკოსის პოზიციაზე, სადაც ჩართული იყო არსებული და სამომავლო პროექტების ფინანსურ ანალიზში ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, მიკროსაფინანსო და აგრო სექტორებში. თამთას დამთავრებული აქვს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკის მიმართულებით და ამჟამად სწავლას აგრძელებს იმავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით. წარმატებით აქვს ჩაბარებული CFA-ის პირველი დონის გამოცდა.