ილია მელაძე ფინანსური მენეჯერი ილია მელაძე კომპანია „ბემონის“ გუნდს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე 2026 წელს შემოუერთდა. მას აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება კორპორატიული კლიენტების დაკრედიტების მიმართულებით. ამ წლების განმავლობაში ილია მართავდა მის პორტფელში არსებული იურიდიული კლიენტების ფინანსურ მდგომარეობას და ჩართული იყო ბანკის მხრიდან როგორც არსებული, ასევე სამომავლო პროექტების დაფინანსების ნაწილში. ილიამ თავდაპირველად კარიერა თიბისი ფეიში დაიწყო, ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით. შემდგომ 2019-2022 წლებში მუშაობდა ჯერ ლიბერთი ბანკში - კორპორატიული კლიენტების დეპარტამენტში, შემდგომ ვითიბი ბანკში - საშუალო კლიენტების მომსახურების მიმართულებით. 2022 წლის დასაწყისიდან ილია დასაქმებული იყო თიბისი ბანკის კორპორატიულ დეპარტამენტში, თავდაპირველად უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე - ენერგეტიკის და განახლებადი ენერგიის სექტორში, 2023 წლის მოყოლებული უკვე ანალიტიკოსის პოზიციაზე სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების მენეჯმენტის და ტრანსპორტირების სექტორში. ილიას დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა, ფინანსების მიმართულებით.