სოსო კვარაცხელია მშენებლობის მენეჯერი სოსო კვარაცხელია კომპანია „ბემონის“ გუნდს მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა. სოსო კვარაცხელია ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დარგში მომუშავე გამოცდილი ინჟინერია. მას აქვს 10 წელზე მეტი ხნის პრაქტიკა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დაფინანსების პროექტებში. მისი კარიერა დაიწყო 2013 წელს ენგურის ჰესზე, სადაც მთავარი გეოდეზისტის ასისტენტად მუშაობდა. შემდეგ წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა ენგურის, ჟინვალისა და მტკვრის ჰესების რეაბილიტაციასა და მშენებლობაში. 2016–2018 წლებში, კომპანია PIRAMIDA Ltd-ში ცვლის სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე, სოსო ჩართული იყო მტკვარი ჰესის (53 MVA) სამშენებლო სამუშაოების პროცესში. 2019 წლიდან იგი ენგურის ჰესის IV ფაზის რეაბილიტაციაზე მუშაობს – ჯერ საიტის ინჟინრად, შემდეგ კი მშენებლობის მენეჯერად. მისი როლები მოიცავს სამუშაოთა სრულ მართვას, ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლს, მოლაპარაკებებს დამკვეთთან და დამოუკიდებელ ინჟინერთან. სოსო არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჰიდროტექნიკური მშენებლობის მიმართულებით.