• ბემონი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი გახდა!

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია ,,ბემონი” ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრად იქნა არჩეული.

ასოციაციის გამგეობა გახლავთ მისი მართვის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო და შედგება 7 წევრისაგან, რომლებიც საერთო კრებაზე ასოციაციის წევრების მიერ აირჩევა.

აღნიშნული გამგეობა ახორციელებს ასოციაციის მართვასთან დაკავშირებულ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მას განსაზღვრული აქვს წესდებით. კერძოდ, საერთო კრების მიერ განსაზღვრული ასოციაციის მიზნების შესაბამისად, ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს, განსაზღვრავს ასოციაციის მიმდინარე ამოცანებს, აძლევს ასოციაციის აღმასრულებელ აპარატს შესაბამის მითითებებს, იღებს ასოციაცის წევრობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ასევე აკონტროლებს ასოციაციის ფინანსების ხარჯვას და ამტკიცებს მის ბიუჯეტს, იღებს გადაწყვეტილებებს ყველა სხვა მიმდინარე საკითხზე.


ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით