• მიწისქვეშა 220 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უპრეცედენტო პროექტი დასრულდა

გაცნობებთ, რომ წარმატებით დასრულდა მიწისქვეშა 220 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უპრეცედენტო პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში პირველად განხორციელდა 220 კვ მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მიწისქვეშ გადატანა.
კაბელის სპეციფიურობიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიაც სპეციფიურია და განსხვავდება საქართველოში აქამდე განხორციელებული 35კვ-მდე მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისგან.
სამუშაოების სრულყოფილად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელების მიზნით, პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი სპეციალისტები და ექსპერტები. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 13 მარტს სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტსა“ და შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობას“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, მიწისქვეშა 220 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე. 

მაღალი ძაბვის კაბელების ტექნოლოგიის დანერგვა მნიშვნელოვანია ეკოლოგიური და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ვინაიდან მიწისქვეშა კაბელები ამცირებს ავარიული სიტუაციების და ხანძრის გაჩენის რისკებს, გამორიცხავს ამინდის გაუარესებით გამოწვეული ელ. ენერგიის ავარიული გამორთვის რისკს და იძლევა გამწვანების მოწყობის და გარე ვიზუალის გაუმჯობესების საშუალებას. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯია საქართველოში თანამედროვე ენერგეტიკის განვითარების კუთხით.
ვამაყობთ ვიყოთ პირველი კომპანია, რომელიც საქართველოს ქსელში ახორციელებს 220 კვ მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელის სამონტაჟო სამუშაოებს!
 


ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით