• კასლეთი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა

მდინარე კასლეთზე, კომპანია ბემონი ახორციელებს 7.1 მგვტ სიმძლავრის კასლეთი 1 ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოებს. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება წყალმიმღები ნაგებობის (კაშხალი, სალექარი, თევზსავალი), სადაწნეო მილსადენის, ჰესის შენობის სამშენებლო და ჰიდრო-მექანიკური სამუშაოები. ასევე, თანმდევი საგზაო ინფრასტრუქტურის: მისასვლელი გზების, ხიდების მოწყობისა და მეწყერდამცავი ღონისძიებების გატარება. 


ამჟამად მიმდინარეობს:
•    სადაწნეო მილსადენის არეალის საექსკავაციო სამუშაოები
•    ჰესის შენობის ფერდთან დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები: არმირება, ყალიბის  მოწყობა, ბეტონირება
•    საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოები
•    ნაპირდამცავი სამუშაოები: ლოდნარის ე.წ. „Rip-Rap”-ის მოწყობა.

მშენებლობის დასრულება იგეგმება 2024 წლის ბოლოსთვის.

 

 

 


ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით