ქარის ელექტროსადგურები

ქარის ენერგიის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ძველი და აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში. ადამიანებმა მისი გამოყენება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყეს. მაგალითად, ძველი რომაელები და ბერძნები აქტიურად იყენებდნენ ქარის წისქვილებს მარცვლეულის დასაფქვავად. ქარის ენერგიას იყენებდნენ მეზღვაურები. ქარის ენერგიას აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს და მას უკვე ქარის ელექტროსადგურების საშუალებით გამოიმუშავებენ. ქარის ენერგიაც, მზის მსგავსად, ეკოლოგიურად სუფთაა და გარემოზე მავნე ზემოქმედების ხარისხის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოში ამ მიმართულების ათვისება ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო, თუმცა, ჯერ ეს რესუსრი მხოლოდ მინიმალურად არის გამოყენებული. ვფიქრობთ, ამ მიმართულების გაფართოება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის დივერსიფიცირებას, რესურსების მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების გარეშე ათვისებას.




ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით