მზის ელექტროსადგურები

ტრადიციული ენერგიის წყაროებისგან განსხვავებით, მზის ენერგია იაფი და პრაქტიკულად ამოუწურავია. ამასთან, ის ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოა და თუ მისი გამოყენება გლობალურად მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწევს, CO-ს ემისიის მკვეთრ შემცირებასაც შეუწყობს ხელს. მზის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენება შესაძლებელია, როგორც საერთო ქსელში ჩართვით, ასევე ინდივიდუალური მოხმარებით.

მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა ხდება სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორებიცაა ფოტოელექტრონული სისტემები (მზის პანელები) და თერმული ენერგიის კონცენტრაციის სისტემები (ლინზები და სარკეები).

დადგენილია, რომ საქართველოს მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა დაახლოებით 2200 მზიან საათს შეადგენს, რაც ზოგიერთი მზის ენერგიის მწარმოებელი ევროპული ქვეყნის მონაცემებს რამდენიმე ასეულით აღემატება. აქედან გამომდინარე, კარგი დაგეგმვისა და სწორი პროექტირების შემთხვევაში საქართველოს ნამდვილად აქვს საშუალება, ენერგეტიკული რესურსის გარკვეული ნაწილი მზის ენერგიითაც შეავსოს. მართალია, ეს შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა, ბემონი მზადაა ამ მიმართულებითაც აქტიურად ჩაერთოს სამშენებლო და დაპროექტების სამუშაოებში.




ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით