• ბემონი ISO-ს სერტიფიკატების მფლობელია!

სიამყით გიზიარებთ კომპანია „ბემონის” ხარისხის, ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დამადასტურებელ  სერთიფიკატებს: ISO 9001:2015 , ISO 45001:2018 და ISO 14001:2015.

ISO 9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მოითხოვს ორგანიზაციამ უზრუნველყოს პროცედურები მაღალი ხარისხის პროდუქციის/მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:

  • განსაზღვროს საჭირო პროცესები;
  • დაადგინოს ამ პროცესების თანმიმდევრობა;
  • დოკუმენტურად აღწეროს თითოეული პროცესი;
  • შეამოწმოს და გაანალიზოს ცალკეული პროცესი და მუდმივად გააუმჯობესოს სისტემის ეფექტურობა.

ISO 45001: 2018 - ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა

გამოიყენება ჯანდაცვისა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების მართვისათვის. სისტემა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას აკონტროლოს სამუშაო გარემოში არსებული რისკები და გააუმჯობესოს მართვის პროცესი.

ISO 14001:2015 - გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა ეხმარება კომპანიას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ეკოლოგიური ასპექტების რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში. აღნიშნული სისტემა ძირითადად ეფუძნება ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებს და ბიზნესის ეფექტური მართვის პროცესში ითვალისწინებს საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების საკითხებს.


ელ.ფოსტა

info@bemoni.com

ტელეფონი

032 219 30 70

მისამართი

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24 ბ, VI სართული

დაგვიკაშვირდით