მაღალი ძაბვის ქვესადგური წარმოადგენს ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობას, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის მიღება, გარდაქმნა და განაწილება. ქვესადგურის შემადგენელი ნაწილებია ტრანსფორმატორები და ავტოტრანსფორმატორები, ელექტროენერგიის გარდამქმნელები, მართვის, დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობები და დამხმარე მოწყობილობები.
ელექტროენერგიაზე დღითიდღე მზარდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სოციალური ობიექტების, საწარმოებისა და მოსახლეობის ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგებისთვის საქართველოში ახალი და მძლავრი ქვესადგურების მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ბემონს გააჩნია ყველანაირი რესურსი, იყოს ლიდერი ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ძაბვის ქვესადგურების მშენებლობის მიმართულებითაც.